საქართველოს პრემიერი ვიზიტით ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფება – დღეს მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი. ირაკლი ღარიბაშვილი დისკუსიას ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტთან, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია.
ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი პირისპირ დიალოგის შემდეგ გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ დისკუსიას. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია. ქართული დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ერთი მხრივ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს.
ერთობლივი პრესკონფერენცია, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს დროით 19:45 საათზე დაიწყება.