ევროპის ენერგოკრიზისის ფონზე საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს აზერბაიჯანში განიხილავენ.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შესახვედრად ქალაქ გაბალაში ჩავიდა. მთავარი განსახილველი თემა შუა დერეფნის დატვირთვაა, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ ენერგეტიკული და სატრანსპორტო გადაზიდვების მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ორი ქვეყნის ლიდერებმა შუა დერეფნის ტვირთბრუნვის გასაზრდელად ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეათანხმეს – მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობა. ალიევის ინიციატივით, საერთო სატარიფო პოლიტიკა მოქმედებდეს. დღის წესრიგში იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მასშტაბური პროექტიც, რომელშიც საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი მონაწილეობენ. პროექტით, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს, ევროკავშირი განსაკუთრებულად არის დაინტერესებული.