საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დღეიდან იწყება. პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან არის დაგეგმილი. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას” სასახლეში უმასპინძლებს. დისკუსია აზერბაიჯანელ კოლეგასთანაც გაიმართება.
ანა ბროლაძე აშუქებს პრემიერის ვიზიტს.