პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. დისკუსიისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გაერო-სა და გენერალური მდივნის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ასევე ისაუბრეს გაერო-ს როლზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.