ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერი რამდენიმე წუთში ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდება. უკვე ცნობილია, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა ოკუპირებული რეგიონები იქნება.
მაიკ პომპეოსთან აუდიენციამდე მამუკა ბახტაძემ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაზე, ოფიციალური თბილისის სამშვიდობო ინიციატივებზე და მოსკოვის მიმართ ტრამპის დამოკიდებულებაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა.
ინტერვიუში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას განაგრძობს.