გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით ხვალ მიმართავს. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი შტატებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დღეს პრემიერი უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველს შეხვდა. განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები. იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, პრემიერი ნიუ-იორკში ევროპული ქვეყნების ლიდერებსაც ხვდება და მათ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.
„მოამბე“ ნიუ-იორკიდან – პრემიერის ვიზიტზე დეტალურად სალომე ქოქიაშვილი ისაუბრებს.