სიღარიბის დაძლევა, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარება – ეს იყო ძირითადი საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრმა გაერო-ში მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოთა ლიდერებს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შტატებში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ანტონიო გუტიერეშსაც შეხვდა. გერმანიის კანცლერთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართული აუდიენციის მთავარი თემა კი ევრო-ინტეგრაცია და რეკომენდაციების შესრულების პროცესი იყო. პრემიერმა პარტნიორებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტისადმი ქვეყნის ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა.