პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

ვაშინგტონი მოსკოვს საქართველოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს კიდევ ერთხელ ახსენებს.

ოფიციალური თბილისი აშშ-გან მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის პირობას იღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ამერიკის ახალდანიშნული სახელმწიფო მდივნის შეხვედრა დასრულებულია. ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის ფარგლებში გამართული აუდიენცია, რის შემდეგაც მაიკ პომპეომ 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო.

კიდევ ერთი გზავნილი – ამერიკის  შეერთებული შტატების პირველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება. თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელის მოახლოებული სამიტის მიმართ ოფიციალური თბილისის მოლოდინზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართული მხარე სამიტიდან საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესის ასახვას ელის.

„მოამბე” ვაშინგტონიდან. ქეთი ქაშაკაშვილი აშუქებს საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტს.