პრემიერის რანგში მამუკა ბახტაძე ლიეტუვაში პირველად ჩავიდა.
მთავრობის მეთაური ვილნიუსში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტთან და ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრებზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას, განიხილეს კონკრეტული ენერგო და სატრანსპორტო პროექტებიც.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზეც ისაუბრა. ლიეტუვას პრეზიდენტმა კი საქართველოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ლიდერი ქვეყანა უწოდა.