საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.
საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქვეყნებს შორის შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. ხაზი გაესვა ბელარუსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ისაუბრეს ასევე სექტორული თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკისა და ტურიზმის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და კულტურის სფეროში.