ჯერ ისევ არ არის ცნობილი საერთო შეთანხმებული გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორების მხრიდან – მიიღებენ თუ არა პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას. სტუდენტების ერთი ნაწილს მიაჩნია, რომ შეთავაზებას უნდა დათანხმდნენ და საკითხზე სამსჯელოდ პრემიერს შეხვდნენ, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შეხვედრა უშედეგო იქნება. უმრავლესობა აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივა შეხვდეს პროტესტის მონაწილე სტუდენტთა ჯგუფს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საჯარო დისკუსია გაიმართოს, დროული და საჭიროა. მათი აზრით, შეხვედრა გაიმართება, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციისგან მართული ჯგუფები ამ ინიციატივის დაბლოკვას შეეცდებიან.