არაერთგვაროვანია გამოხმაურებები პრემიერის შეთავაზებაზე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების საერთო გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, პროტესტის მონაწილეთა გარკვეული ნაწილისთვის კი პრემიერ-მინისტრის წინადადება მისაღებია. ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, შეთავაზების ფარგლებში, მთავრობის მეთაურთან რეზონანსული კანონის საჯარო განხილვაში ჩაერთონ. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ მსჯელობა უშედეგო იქნება, შესაბამისად, პროცესში ჩართვას არ აპირებენ.
პრემიერ-მინისტრის მიმართვა ახალგაზრდებს