მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები დავოსში. დღის წესრიგით დღეს სხვადასხვა ღონისძიება და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებია დაგეგმილი.
პირველი პანელური დისკუსია იქნება, რომელიც ევროპის ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს დაეთმობა. დისკუსიას გიორგი გახარიასთან ერთად, ევროკომისიის წარმომადგენლები დაესწრებიან. პრემიერი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალურ მდივანსაც შეხვდება. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს, საქართველო ამ ორგანიზაციის მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს.