პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ში

გაერო-ს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს ხვალ საქართველოს პრემიერი მიმართავს. მანამდე კი ნიუ იორკში შეხვედრები მიმდინარეობს.

აუდიენცია გაიმართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, რომელმაც საჩუქრად ქართველი მოქანდაკის მიერ მოჭედილი ყდით „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი მიიღო. საქართველოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კი ჰარვარდის უნივერსიტეტში გამართული ცერემონია იყო. ამერიკის უძველესი და თითქმის 400-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა დაინერგება. პროგრამა კავკასიოლოგიის მიმართულებით კვლევების ჩატარებას, ასევე ქართული კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციისთვის არაერთ ერთობლივ საგანმანათლებლო ღონისძიებას გულისხმობს.