ექნება თუ არა დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ხმა – საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერი მიიღო.
კანდიდატის სტატუსზე ევროპელი ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში პარიზში ვიზიტი ორმაგად მნიშვნელოვანია. ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის აუდიენცია ძირითადად საქართველოს ევროპულ მომავალზე და ევროკომისიის გუშინდელ დადებით რეკომენდაციაზე საუბარს დაეთმო. ოფიციალური თბილისი პარიზისგან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას ელის. საქართველოს მთავრობის მეთაური საფრანგეთის დედაქალაქში მშვიდობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ფორუმზე შეკრებილმა მსოფლიო ლიდერებმა კონფლიქტებზე და კრიზისებზე უნდა იმსჯელონ და გამოსავლის გზები დასახონ. ფორუმს დაესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.
„მოამბე“ პარიზშია, – სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რა განცხადებებით დასრულდა ემანუელ მაკრონის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა.