პრემიერ-მინისტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. საუბარი შეეხო ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.
აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და თავდაცვის რეფორმების განხორციელების მიმართულებით. საუბრისას, ყურადღება დაეთმო ნატო-ს 2022 წლის სამიტს. განიხილეს თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით.