პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, თუკი პარტნიორები ხელისუფლებას კონკრეტულ სამართლებრივ წინადადებებს წარუდგენენ. ამ წინადადებების წარდგენა კი ვეტოს პროცედურის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. რაც შეეხება ოპოზიციას – ხელისუფლების ოპონენტები განხილვებში შესვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მმართველმა ძალამ კანონპროექტი უკან უნდა გაიწვიოს.