მედიისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე ერთ-ერთი აქტუალური თემა, რა თქმა უნდა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და ამ ცვლილებების გამო, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი იყო. აპირებს თუ არა მმართველი გუნდი დათმობებზე წასვლას და საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებების შეტანას? – ირაკლი კობახიძის თქმით, პოზიციების შეჯერების მიზნით შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება. მისივე განმარტებით, პროცესში პოზიტიური ძვრები შეინიშნება და პარტნიორებთან ბოლო შეხვედრების შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ კანონის ნორმებთან დაკავშირებით დისკუსიისთვის მზაობა არსებობს.