საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა. ერიკა ოლსონმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ისაუბრეს პრემიერის მიერ ინიცირებულ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობაზე. მსჯელობის თემა იყო ასევე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.