პრემიერმა დღეს ბიზნესმენებს მოუსმინა.
დისკუსიის მთავარი თემა პანდემიის მძიმე შედეგების დაძლევის გზები და პოსტ-პანდემიური გამოწვევების მართვა იყო. ბიზნეს-ასოციაციის წევრი კომპანიები შეხვედრაზე მათ მიერ ჩატარებული კვლევით მივიდნენ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ რამდენიმე სფეროში მიღწევების და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის ფონზე კვლავ რჩება გამოწვევები. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ბაზარზე პროფესიონალი კადრების დეფიციტი წარმოადგენს. თავის მხრივ მთავრობის მეთაურმა ბიზნესსექტორს გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობა დადო. გაჟღერდა კონკრეტული ინიციატივებიც. პრემიერ-მინისტრი მთავარ ამოცანად ლარის კურსის დასტაბილურებას და ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნებას ასახელებს.