მმართველი პარტია წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება
პარტია „ქართული ოცნების“ წევრები საარჩევნო პროცესში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურებიან. მათი განცხადებით, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, არჩევნები დემოკრატიული სტანდარტებით ტარდება და თუ არსებობს კონკრეტული შეთხვევები, მასზე შესაბამის ორგანოებში უკვე დაწყებული გამოძიება. რაც შეეხება საარჩევნო სიების გაყალბებას, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი სქემა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა და ცდილობენ ეს ხელისუფლებას დააბრალონ.