პრემიერ-მინისტრის საშობაო მილოცვა

შობის დღესასწაული მიულოცა მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ საქართველოს ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. „გილოცავთ ქრისტეშობას!მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება, ამიტომ მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო დღეს არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა, უკეთესი ხვალინდელი დღე, წინსვლა და გამთლიანება. სიყვარული, სიკეთე და ერთმანეთზე ზრუნვა კი, ჩვენი უმთავრესი ძალაა გამარჯვებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას“, – აღნიშნავს საშობაო მილოცვაში პრემიერ-მინისტრი.