საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთში. ერევნის აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია უკვე დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილს ვიცე-პრემიერი, სომხეთს ელჩი საქართველოში და საქართველოს დროებით რწმუნებული დახვდნენ. ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, დაგეგმილია სხვადასხვა სახის მაღალი დონის შეხვედრები. გაიმართება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.