ოპოზიციის ნაწილის განცხადებაზე დღეს შეკითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვეს, რომელმაც განაცხადა, რომ გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, პრემიერმა აღნიშნა, რომ არჩევნების ღირსეულად ჩატარება არა მხოლოდ ერთი პარტიის ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი უნდა იყოს. გიორგი გახარიამ ახალ საარჩევო სისტემაზე გაამახვილა ყურადღება.