საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე განცხადება გააკეთა დღეს გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა პატივი უნდა სცეს მოქალაქეების მიერ მინიჭებულ მანდატს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დემოკრატიული პროცესი უნდა გაგრძელდეს დემოკრატიულ პარლამენტში. მისივე თქმით, გარკვეული ტიპის დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა როგორც გახარია ამბობს, მათ მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება.