საბანკო რეგულაციები, „თიბისი ბანკის“ საქმე, დაგროვებითი საპენსიო სისტემა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმე, – ეს არის იმ საკითხების ნაწილი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა.
მამუკა ბახტაძე დეპუტატების წინაშე ინტერპელაციის ფორმატში წარსდგა. პრემიერი „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია და მას კონკრეტული შეკითხვები წინასწარ გადაუგზავნა. ბახტაძის გამოსვლის შემდეგ, დებატები გაიმართა. კამათი მოჰყვა პროცედურულ საკითხებს. ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ინტერპელაციის შეზღუდული ფორმატის გამო.
სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება, – სანდრო ჯუფალაკიანი ჩაგვერთვება დეტალებით.