გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა. აქცენტი გააკეთა საქართველოს როგორც სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე.
ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და თქვა, რომ ეს პროექტი მთავრობის პრიორიტეტია. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტზე, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიცირებული. მისი ინფორმაციით, მთავრობა აუმჯობესებს ქვეყნის საჰაერო დაკავშირებადობას. ამ მიზნით კი თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.