ეკონომიკის მინისტრის განცხადება

მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ანაკლიის პროექტი შედგეს და უახლოეს წლებში ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტი ჰქონდეს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავას დეპუტატებმა მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს. უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის აქტუალობა კიდევ უფრო იკვეთება და ნათელი ხდება.

თურნავა აცხადებს, რომ გადაზიდვების რაოდენობის ზრდა ახალ გამოწვევებს აჩენს, რასაც ქვეყანამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, მათ შორის ანაკლიის პორტის აშენებით უნდა უპასუხოს.