საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე. ქვეყნის ოკუპაცია, სამშვიდობო პოლიტიკა და საგარეო კურსი – ასეთია საკითხების ნაწილი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა. აღინიშნა, რომ საქართველო დამსახურებულად ელოდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან მან ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზ და ოს მოქალაქეებსაც მიმართა. პრემიერმა ხანგრძლივი სტაბილურობისა და სიმშვიდის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.