ანტიკორუფციულ ბიუროს რეზონანსული გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევს.
პრემიერი მაკონტროლებელი უწყების ხელმძღვანელს ბოლო დადგენილების გაუქმებას სთხოვს. იგულისხმება გადაწყვეტილება, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ. ანუ ორივე ორგანიზაციაზე უნდა გავრცელებულიყო ის წესები, რაც პოლიტიკურ პარტიებზე ვრცელდება. მითითებული ორგანიზაციების საქმიანობაში მმართველი ძალის საწინააღმდეგოდ და ოპოზიციის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნებს პრემიერ-მინისტრიც ხედავს და ანტიკორუფციული ბიუროს რეაგირებას სამართლიანად მიიჩნევს, თუმცა წინასაარჩევნოდ გარე თუ შიდა მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად მთავრობის მეთაურის მოსაზრებაა, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი არც მითითებულმა და არც სხვა ორგანიზაციებმა მიიღონ. თავის დროზე ანტიკორუფციული ბიუროს დადგენილებას ადრესატების და მესამე სექტორის ნაწილის მწვავე პროტესტი მოჰყვა.
რა პოზიციას დაიკავებს პრემიერის მიმართვის შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო, – თათია მაყაშვილი მუშაობდა თემაზე