პრემიერ-მინისტრის მიმართვა ახალგაზრდებს

პრემიერი ახალგაზრდების პასუხის მოლოდინშია, მიიღებენ თუ არა ისინი შეთავაზებას და დასხდებიან თუ არა დიალოგის მაგიდასთან – ირაკლი კობახიძე მზად არის, ათკაციან ჯგუფთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი პუნქტობრივად განიხილოს.

მთავრობის მეთაური კანონის მოწინააღმდეგეებს სთხოვს, წარადგინონ არგუმენტები და დაასაბუთონ, რატომ მიიჩნევენ საკანონმდებლო რეგულაციებს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად და სამოქალაქო სექტორის შევიწროებად.

შეგახსენებთ, რომ შეთავაზებასთან დაკავშირებით განცხადება ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოაქვეყნა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში საპროტესტო გამოსვლებისას ძალადობრივი ფაქტები შემცირდა, რასაც პრემიერი აქციებზე აპოლიტიკური მიზნებით მისულ ახალგაზრდებს უკავშირებს.

პრემიერ-მინისტრის შეთავაზება