ჩაანაცვლებს თუ არა პროტესტს დიალოგი – პრემიერი აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს შეთავაზებით მიმართავს.
მთავრობის მეთაური მზად არის, 10-კაციან ჯგუფთან დიალოგი გამართოს და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი პუნქტობრივად განიხილოს. პრემიერ-მინისტრი რეზონანსული კანონის მოწინააღმდეგეებს სთხოვს, არგუმენტები და შენიშვნები წარადგინონ, თუ რატომ მიიჩნევენ საკანონმდებლო რეგულაციებს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად და სამოქალაქო სექტორის შევიწროვებად. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლო დღეებში საპროტესტო გამოსვლებისას ძალადობრივი ფაქტები შემცირდა, რასაც ირაკლი კობახიძე აქციებზე აპოლიტიკური მიზნებით მისულ ახალგაზრდებს უკავშირებს.