პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ - შეფასებები

პოლიტიკური შეფასებები თემაა საკითხი, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ტელეინტერვიუში ჟურნალისტის საპასუხოდ ისაუბრა.

ყოფილ თანაგუნდელსა და ექსპრემიერს ღარიბაშვილი შეცდომასა და მოღალატეს უწოდებს. ღარიბაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას რეკომენდაცია გია ხუხაშვილმა გაუწია და ბიძინა ივანიშვილმა მას ნდობა გამოუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაში გადასული გახარიას მიერ შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ჩატარებულ სპეცოპერაციებს ნეგატიურად აფასებს. მისი განცხადებით, მთელი მმართველი გუნდი აღშფოთებული იყო 20 ივნისს განვითარებული მოვლენებით. ასევე, ნეგატიურად აფასებს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, თუ ღამის კლუბებში ჩატარებულ რეიდს. თუმცა, მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია, რატომ დაინიშნა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად, თუ მის მიერ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში განხორციელებული ქმედებები დამაზიანებელი იყო სახელმწიფოსა და პარტია „ქართული ოცნებისთვის“ და რატომ ამართლებდა მმართველი გუნდი მის ქმედებებს.