პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ „ბლუმბერგთან“

საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ნატო-სა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებაა,  – ამის შესახებ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში მამუკა ბახტაძემ განაცხადა. საქართველოს პრემიერი მიიჩნევს, რომ ქვეყანის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, რეგიონის  კეთილდღეობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ მიმართულებებზეც ისაუბრა.  შეკითხვაზე, აისახა თუ არა თურქეთის ფინანსური პრობლემები საქართველოზე, პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრად მდგრადი გახდა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაახლა თავისი პროგნოზი და საქართველოში მოსალოდნელია დაახლოებით 5,5-პროცენტიანი ზრდა მიმდინარე წელს. ამავე დროს, პროგნოზების თანახმად, საქართველო მომავალ ოთხი წლის განმავლობაში დარჩება რეგიონში ლიდერი ეკონომიკური ზრდის მიხედვით. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია გახდეს რეგიონული ჰაბი.