პრემიერ-მინისტრის გზავნილები

ახალი პრემიერის ახალი გზავნილები და მნიშვნელოვანი აქცენტები.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებებმა მმართველი გუნდი განმარტებების რეჟიმში ჩააყენა. მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მედიასთან ცდილობდნენ განემარტათ, თუ რა იგულისხმა პრემიერ-მინისტრმა ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდაში. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებაზე და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე გაკეთდა. გაიცა სხვა დავალებებიც – გადაწყვეტილებების დარგის სპეციალისტებთან შეთანხმება, მოქალაქეებისთვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და მაქსიმალური ღიაობა მთავრობის ახალი მეთაურის მთავარი ამოცანებია.

ანა ბროლაძემ მოისმინა, რა გეგმებით გადაიბარა პარლამენტიდან მთავრობაში გადანაცვლებულმა ირაკლი კობახიძემ პრემიერის პოსტი და რა შეიცვლება მთავრობის საქმიანობაში.