რუსული აგრესია და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება იყო გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის გამოსვლის მთავრი თემა. მამუკა ბახტაძემ ტრიბუნიდან რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
პრემიერმა გაერო-ს მნიშვნელობაზეც ისაუბრა და „თბილისის ფორუმის“ ჩატარების შესახებ ახალი ინიციატივით გამოვიდა.