პრემიერ-მინისტრის განცხადება ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით
ჩვენი გუნდი ყოველთვის აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი ყოველთვის დაცული იყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალიტებს ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებულ კითხვაზე განუცხადა.
მისი თქმით, მედიაპლურალიზმი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებაა. საგადასახადო საკითხები კი, განსხვავებული ასპექტია. მისი განცხადებით, არ არის კარგი, როდესაც აქციონერი ცდილობს ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას.