მადლობა კანონის მხარდამჭერ თითოეულ დეპუტატს პრემიერისგან.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი მოაწყო. კანონს, რომელსაც ქვეყნის შიგნით და გარეთ მწვავედ აკრიტიკებენ და მის გაუქმებას ითხოვენ, მთავრობის მეთაური სუვერენიტეტის განსამტკიცებლად მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველს უწოდებს. გამაფრთხილებელი თუ გაცილებით მძიმე საერთაშორისო მოწოდებების ფონზე პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ რეზონანსული კანონის მიღების შემდეგ საქართველოსთან წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება. მთავრობის მეთაურმა კანონის მოწინააღმდეგეთა განცხადებებში არგუმენტების და სამართლებრივი შენიშვნების არ არსებობაზე მიუთითებს და ელოდება, რომ კანონის დამტკიცება ქვეყანაში პოლარიზაციას დაასრულებს.