ვეტინგის მოდელი საქართველოს სასამართლო სისტემაში არ დაინერგება.
ოპონენტების მოთხოვნას პრემიერი პასუხობს. მთავრობის მეთაურის მთავარი არგუმენტი კონსტიტუციის დარღვევაა. ქვეყნის უზენაესი კანონის ხელყოფად განიხილება სწორედ ვეტინგის, ანუ უცხოელი ექსპერტების მხრიდან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების შედეგად მიღებული ყველა ის გადაწყვეტილება, რომლითაც უვადოდ არჩეულ მოსამართლეს შესაძლოა უფლებამოსილება შეუწყვიტონ. ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებაში ვეტინგის ამოქმედებას მოითხოვს, ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსკენ მიუთითებს. ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა არ არის ერთდერთი საკითხი, რაზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ქვეყანა მაღალი რანგის სტუმრის მისაღებად ემზადება. მომდევნო კვირაში საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდის.