ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლიდერების გამო, ქართველ ხალხს საფრთხე დაემუქროს – ეს განცხადება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნები შეაჯამა და განაცხადა, რომ არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერების მილოცვებს იღებს.
მისივე განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით დამკვირვებლების შეფასება პოზიტიურია და არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება, განწირულია მარცხისთვის. ბახტაძე აცხადებს, რომ საქართველოში გარანტირებულია პროტესტის გამოთქმის უფლება, თუმცა, თუ ვინმე ეცდება გასცდეს კანონს, კანონის შესაბამის პასუხს მიიღებს.
ანა ბროლაძე განაგრძობს თემაზე საუბარს.