„მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სჭირდება ათი გამოცდილი პოლიციელი. თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ“ – განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფოს აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ წესრიგი დაიცვას. ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, მას არავითარი „სამოქალაქო დაპირისპირება“ არ დაუანონსებია და სამოქალაქო დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააანონსეს.