„დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება და მაღალი ალბათობით, ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის სესხის სახით აღებისგან თავს შევიკავებთ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა განაცხადა. მისი განმარტებით, საკითხმა დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ოპონენტები კი, საბოტაჟის გზით ქვეყნის წინსვლის შეფერხებას ცდილობენ. განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილმა ვარკეთილში, სამხედრო ქალაქში განაცხადა, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინები გადასცა. კიდევ რაზე ისაუბრა პრემიერმა – თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის პირდაპირ ეთერში.