საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაფასა რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო და გაიაზრა ამომრჩევლის შენიშვნა, რომელიც „ქართული ოცნების“ შეცდომებს ეხება.
მთავრობის მეთაური მადლობას უხდის მხარდამჭერებს და აცხადებს, რომ არჩევნების პირველმა ტურმა თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.