პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

პრემიერის გამოსვლა პარლამენტში საკმაოდ ხმაურიანი იყო. ინტერპელაციის წესით დაბარებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე თემაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის იყო 7-9 მარტის მოვლენები, უკრაინის ომი, ევროპარლამენტარების მწვავე რეზოლუციები და კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა. პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ, მთავარ საფრთხედ შიდა დესტაბილიზაციისა და ომში ჩართვის მცდელობა დაასახელა. ღარიბაშვილი განცხადებებში განსაკუთრებით მკაცრი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვაში მიხეილ სააკაშვილის მთავრობა დაადანაშაულა.