რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერი მსოფლიოს გაერო-ს ტრიბუნიდან მიმართავს.
ეს იქნება ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ისევ მთავრობის მეთაურის რანგში გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე. მიმართვის ძირითადი აქცენტები ცნობილია. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, საერთაშორისო კონსოლიდაციის და მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და იმ სამშვიდობო როლზე, რომელიც ქვეყანას სამხრეთ კავკასიის რეგიონში აქვს. ყურადღება დაეთმობა მსოფლიოს ნომერ პირველ გამოწვევას, პანდემიასაც.
რა მოლოდინები აქვთ გამოსვლის მიმართ თბილისში – ანა ბროლაძე მუშაობდა თემაზე.