პრემიერ-მინისტრის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები

პარლამენტში ხვალ კიდევ ერთი ხმაურიანი შეხვედრაა მოსალოდნელი – „კოვიდ-19“-ის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ამჯერად პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მიდის. მთავრობის მეთაურს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იბარებენ, წინასწარ მომზადებული ათი კითხვა სოციალურ და ეკონომიკურ თემებზე უნდა დაისვას. თუმცა, მანამდე პოლიტიკურ სპექტრში განხილვის მთავარი თემა გიორგი გახარიას გუშინდელი გამოსვლა და გზავნილებია.

მომდევნო რეპორტაჟში იმ დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც გუშინდელი მიმართვისა და დებატების დროს მთავარ პოლიტიკურ აქცენტებს მიღმა დარჩა. მით უმეტეს, რომ ეს დეტალები პარლამენტის დარბაზში გუშინ არსებულ პოლიტიკურ სურათს, შესაძლოა, განცხადებებზე უკეთ წარმოაჩენს.