პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში – მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში იწყება. სხდომას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრება, ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკულ პოზიციას ინარჩუნებენ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, სახელისუფლებო გუნდში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ წლიურ ანგარიშში ყველა იმ მიმართულებაზეა საუბარი, რომელიც ქვეყნის წინსვლას ასახავს.
თეონა მანაგაძე დეტალებით.