პარლამენტი დღეს პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრია.
საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის წლიური ანგარიშის წარსადგენად მისული პრემიერის გამოსვლა ხმაურის და მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს. მეშვიდე საათია, სხდომათა დარბაზში მძიმე ურთიერთბრალდებები ისმის. ანგარიშის გაცნობის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო, რა დროსაც მთავრობის მეთაურს ოპონენტების მწვავე გამოსვლების მოსმენა მოუხდა. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა კორუფციაში, ნეპოტიზმში, ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ხელოვნურად დაზიანებაში დაადანაშაულეს. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს – პოლიტიკური განცხადებების გარდა გამოსვლა სამომავლო გეგმებზე საუბარსაც მოიცავს. წინ პოლიტიკური დებატებია.
თეონა მანაგაძე მუშაობს პარლამენტში.