სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებას, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, ოპოზიციაში აფასებენ. ოპოზიცია ანგარიშში მოხსენიებულ საკითხებს, რომელიც სხვადასხვა კუთხით ქვეყნის განვითარებას ეხება, სკეპტიკურად უყურებს და დიდი მოლოდინი არ აქვს. დოკუმენტი 154-გვერდიანია და მას მთავრობის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოს ივნისის ბოლომდე პირადად გააცნობს. მოხსენება ევროინტეგრაციის პროცესის აღნიშვნით იწყება და ნათქვამია, რომ მთავრობის ძალისხმევით, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, გრძელდება რეფორმების განხორციელება და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი, რომელიც თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.