პრემიერ-მინისტრის ანგარიში

პარლამენტი დღეს პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია.

პრემიერის პოსტზე დამტკიცებიდან ოთხი თვის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშის ჩასაბარებლად მივიდა. ამ წუთებში გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მთავრობის მეთაურს ოპონენტთა მწვავე კრიტიკის და მძიმე ბრალდებების მოსმენა უწევს. გაზრდილი საგარეო ვალები, ბიუროკრატიული ხარჯები, „ნამახვანჰესის“ სადავო პროექტი, ვაქცინები, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, ანაკლიის პროექტი – საერთო ჯამში 70-მდე შეკითხვა დაისვა. პრემიერ-მინისტრი ცალკეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნეპოტიზმსა და კორუფციაშიც დაადანაშაულეს. გამომსვლელებს შორის აქტიურობდნენ მმართველი გუნდიდან ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიას პარტიაში წასული დეპუტატებიც. ამ წუთებში პრემიერი შეკითხვებს პასუხობს, რამდენიმე პასუხს დარბაზში ვნებათაღელვა და ხმაური მოჰყვა.

თეონა მანაგაძე ადევნებს თვალს პარლამენტში მიმდინარე გამოსვლებს.